Cases
500-ზე მეტი ლიდი თვეში,
სამედიცინო მომსახურეობის სფეროში
Health Buddy
დისტანციური სამედიცინო მომსახურების სერვისი. პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლობ 24 საათიანი სამედიცინო კონსულტციით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში: მათ შეუძლიათ გააგზავნონ ანალიზების შედეგები, მიიღონ მათზე სრულიყოფილი ინფორმაცია, აგრეთვე მიიღონ მკურნალობის გეგმა და მედიკამენტების ჩამონათვალი (რეცეპტები).

საშუალო მომსახურეობის ღირებულება შეადგენდა $1020.
საიტი:
ჩვენ შევქმენით ვებგვერდი, რომელიც გამოვიყენეთ google-ის დახმარებით მომხმარებლების მოსაზიდად და ასევე სისტემეტიურად ვქმნიდით ლენდინგ გვერდებს ვებინარების გაყიდვების ძაბრისათვის.
Google:
დავიწყეთ კონტექსტური რეკლამის შექმნა ზოგადი და კონკრეტული მოთხოვნებით. (რეკლამებში იყო ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ)
Facebook:
ამავდროულად დავიწყეთ სარეკლამო კამპანიების შექმნა ქვეყნების შესამოწმებლად (თურქეთი, ისრაელი) იმის გასაგებად, თუ რომელი სერვისებია პრიორიტეტული პაციენტებისთვის, როგორი უნდა იყოს სარეკლამო შეთავაზება და რა ტიპის კრეატიული ღონისძიება მუშაობს უკეთესად
ამის შემდეგაც, გავზარდეთ ქვეყნების ჩამონათვალი: თურქეთი, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი. შედეგი: თვეში 500-დან 600-მდე ლიდი, მათი საშუალო ღირებულება შეადგენდა 2.5 $.

თანამშრომლობის დასაწყისიდან ვახდენდით ჩვენი ლიდების ხარისხს ანალიზს CRM-ის დახმარებით და ვურჩევდით დამკვეთს, თუ როგორ უნდა გაეუმჯობესებინა: პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ტექნიკური საკითხების მოგვარება, სკრიპტების შეცვლა კომუნიკაციის დასაწყისში და ასევე ვაძლევდით რეკომენდაციებს სხვადასხვა ქვექნებში ოპერირებისათვის.